Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’,  ,,ზ’’ და  “ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’,  ,,ზ’’  და  ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები’’ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი  N7; 26.12.2023წ), გამომცემლობის დირექტორის კახაბერ რუსიძის 2025 წლის 28 ნოემბრის N31242/10 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეციალისტის (კონსულტანტის)  შტატგარეშე პოზიციაზე.
2. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ სპეციალისტის პოზიციაზე შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება 1130 (ათასასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო 09:00 სთ- დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: 

ა) ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) ინგლისური ( B1) ცოდნა ;

4.აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

ა) შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა;
გ) ოპერატიულობა;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა  და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
ვ) დასაბუთების უნარი;
ზ) ფორს-მაჟორულ ვიტარებაში მუშაობის უნარი;
თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ი) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების  უნარი.

5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეციალისტის (წიგნის  მკერავი)   შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შერულება:
ა)  უზრუნველყოს კონსულტირება ნაბეჭდი პროდუქციის სწრაფად და ეფექტიანად რეალიზებისთვის;
ბ) განახორციელოს ბაზრის  კვლევა;
გ) უზრუნველყოს პროდუქციის გასაღების ადგილების მოძიება; 
დ) უზრუნველყოს ონლაინ გაყიდვების ორგანიზება;
ე)  განახორციელოს გამომცემლობის დირექტორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებები;

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ  აპლიკანტს მოეთხოვება  შემდეგი დოკუმენტების  წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე;
ბ)  CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უმაღლესი  განათლების დამადასტურებელი დოკიმენტების ასლები;
ე) კონკურსით გამოცხადებული  ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში  უნდა  წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

7. კონკურსში   მონაწილეობის  მსურველი   აპლიკანტის   შერჩევა  განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე  საკონკურსო კომისიის  მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის  მიერ აპლიკანტის  დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი  შეტყობინების  საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან  გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების  შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
8.  ბრძანებით  მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების  მიერ გადმოგზავნილი  უნდა იქნეს 2025 წლის 3 დეკემბრიდან   2025 წლის 7 დეკემბრის   ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge. სათაურის  ველში უნდა  მიეთითოს  - გამომცემლობის სპეციალისტის (კონსულტანტის)  შტატგარეშე პოზიცია. 
9. სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სპეციალისტის (კონსულტანტის) შტატგარეშე პოზიციაზე შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიდეს კომისიის  მუშაობის წესი (დანართი1);
10. ბრძანება ,,სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  გამომცემლობის  სპეიალისტის   (კონსულტანტის)  შტატგარეშე პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.
11.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
12.  საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 20 დეკემბრისა.
13.  წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს   (საფინანსო  დეპარტამენტი,   შესყიდვების  განყოფილება, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  გამომცემლობა).
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა